_

დეტალურად

 Breaking News
  • ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზბეკეთში ოფისს ხსნის   ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში წარმომადგენლობას ხსნის. – ნათქვამია უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აღნიშნული საკითხი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულასის კამილოვსა და EBRD–ის დელეგაციის შეხვედრის დროს...
  • თავისუფალმა უნივერსიტეტმა ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო    თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფინანსების კონცენტრაციამ ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო. კურსდამთავრებულებს სამი წიგნი F1, F2, F3 ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სერტიფიცირების მსურველები სწავლას პირდაპირ მე-4 საფეხურიდან გააგრძელებენ. ამ...
  • დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა      აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიო ბანკთან განვლილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის...
  • GWP ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას იწყებს 13 ოქტომბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა,...
  • 1 აშშ დოლარი 2.4731 გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლარი ამერიკული დოლართან მიმართებით გამყარდა და  ახალმა კურსმა 2.4764–ის ნაცვლად, 2.4731 შეადგინა. 4 ოქტომბრის მონაცემებით, ევროს კურსი 3.2796–ია, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 0.0145 ერთეულით შემცირდა...

შვედეთი “ნაღდი ფულის გარეშე” საზოგადოებას ჰქმნის

შვედეთი “ნაღდი ფულის გარეშე” საზოგადოებას ჰქმნის
October 01
15:55 2017

ნაღდი ფულის გამოყენება შვედეთში უფრო და უფრო არაპოპულარული ხდება. ეკონომიკური ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ეს სკანდინავიური ქვეყანა უახლოეს წლებში შექმნის პირველ საზოგადოებას “ნაღდი ფულის გარეშე”. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს იმასაც, რომ ბანკნოტები და ხურდა ფული ქვეყანაში მთლიანად გაუქმდება.
შვედეთი ევროკავშირში იმ მცირე რაოდენობის ქვეყნების სიაში შედის, რომელიც ევროს გადახდის საშუალებად არ იყენებს. შვედური კრონა 1873 წლიდან ქვეყნის ეროვნული ვალუტაა.

ერთ–ერთი მიზეზი, თუ რატომ ხდება შვედეთში არაპოპულარული ნაღდი ანგარიშწორება არის სისტემა “Swish”. ეს არის განვითარებული შვედური და დანიური ბანკების მიერ შექმნილი მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელს უწყობს უნაღდო ანგარიშწორებას.
ყოველდღიურ ცხოვრებაში გადახდების დაახლოებით 80% ხორციელდება საბანკო ბარათებით, მობილური ტელეფონებითა და ინტერნეტ ბანკინგით. მცირე ნივთების ყიდვა–გაყიდვაც კი ციფრული ტექნოლოგიებით ხორციელდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არა მხოლოდ მომხმარებლები არიან დაინტერესებულები ატარონ ნაღდი ფული, არამედ მაღაზიის გამყიდველებსაც კი სურთ გადახდები უნაღდო ანგარიშწორებით განხორციელდეს.

ამ სისტემის ერთ–ერთი  შემაფერხებელი ფაქტორი არის ის, რომ ასაკოვან მოსახლეობას ნაღდი ფულის გარეშე ცხოვრება უჭირს. მათ უმრავლესობას ნაკლებად აქვთ გამომუშავებული თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ–ჩვევები.

სესხის კალკულატორი

Loan Calculator Mortgage Calculator
MortgageLoan

$

years

%

TOP.GE