_

დეტალურად

 Breaking News
  • ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზბეკეთში ოფისს ხსნის   ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში წარმომადგენლობას ხსნის. – ნათქვამია უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აღნიშნული საკითხი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულასის კამილოვსა და EBRD–ის დელეგაციის შეხვედრის დროს...
  • თავისუფალმა უნივერსიტეტმა ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო    თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფინანსების კონცენტრაციამ ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო. კურსდამთავრებულებს სამი წიგნი F1, F2, F3 ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სერტიფიცირების მსურველები სწავლას პირდაპირ მე-4 საფეხურიდან გააგრძელებენ. ამ...
  • დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა      აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიო ბანკთან განვლილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის...
  • GWP ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას იწყებს 13 ოქტომბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა,...
  • 1 აშშ დოლარი 2.4731 გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლარი ამერიკული დოლართან მიმართებით გამყარდა და  ახალმა კურსმა 2.4764–ის ნაცვლად, 2.4731 შეადგინა. 4 ოქტომბრის მონაცემებით, ევროს კურსი 3.2796–ია, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 0.0145 ერთეულით შემცირდა...

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ყველაზე მეტი სტუდენტი სოც. მეცნიერებების, ბიზნესის და სამართლის პროგრამებზე სწავლობს

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ყველაზე მეტი სტუდენტი სოც. მეცნიერებების, ბიზნესის და სამართლის პროგრამებზე სწავლობს
October 01
20:08 2017

საქართველოში სულ 74 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც 20 სახელმწიფო და 54 კი კერძოა. 2016–2017 სასწავლო წლებში სტუდენტთა მთლიანი რაოდენობა 140 261 სტუდენტს შეადგენს. მათი 65.41% სახელმწიფო, ხოლო 34.59% კერძო უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, სტუდენტთა 51% ქალი, ხოლო 49% მამაკაცია.

სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს 70 867 სტუდენტი, რაც სტუდენტთა 77%–ია. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს 19%, ხოლო პროფესიულ პროგრამაზე კი მხოლოდ 4% ირიცხება. კერძო უმაღლეს სასწავლებლების საბალაკავრო პროგრამაზე სწავლობს 38 261 სტუდენტი (სტუდენტთა 79%), სამაგისტრო პროგრამაზე – 19%, ხოლო პროფესიულ პროგრამაზე მხოლოდ 2%.
პროგრამების მიხედვით სურათი შემდეგნაირად გამოიყურება:

განათლება 2%
ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება 11%
სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი 36%
მეცნიერება 19%
საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები 13%
სოფლის მეურნეობა 2%
ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 13%
მომსახურება 3%

სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებლები

განათლება 0%
ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება 6%
სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი 66%
მეცნიერება 5%
საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები 2%
სოფლის მეურნეობა 1%
ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 11%
მომსახურება 9%

კერძო უმაღლესი სასწავლებლები

2000 წლიდან 2017 წლამდე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა რაოდენობა 13%–ით (14 082 სტუდენტით) შემცირდა, ხოლო კერძო უმაღლეს სასწავლებლებში კი 46%–ით გაიზარდა და 48 521 სტუდენტი შეადგინა.

სესხის კალკულატორი

Loan Calculator Mortgage Calculator
MortgageLoan

$

years

%

TOP.GE