_

დეტალურად

 Breaking News
  • ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზბეკეთში ოფისს ხსნის   ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში წარმომადგენლობას ხსნის. – ნათქვამია უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აღნიშნული საკითხი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულასის კამილოვსა და EBRD–ის დელეგაციის შეხვედრის დროს...
  • თავისუფალმა უნივერსიტეტმა ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო    თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფინანსების კონცენტრაციამ ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო. კურსდამთავრებულებს სამი წიგნი F1, F2, F3 ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სერტიფიცირების მსურველები სწავლას პირდაპირ მე-4 საფეხურიდან გააგრძელებენ. ამ...
  • დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა      აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიო ბანკთან განვლილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის...
  • GWP ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას იწყებს 13 ოქტომბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა,...
  • 1 აშშ დოლარი 2.4731 გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლარი ამერიკული დოლართან მიმართებით გამყარდა და  ახალმა კურსმა 2.4764–ის ნაცვლად, 2.4731 შეადგინა. 4 ოქტომბრის მონაცემებით, ევროს კურსი 3.2796–ია, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 0.0145 ერთეულით შემცირდა...

ბილ გეითსი საკუთარ ქონებას შვილების ნაცვლად საქველმოქმედო ორგანიზაციას უტოვებს

ბილ გეითსი საკუთარ ქონებას შვილების ნაცვლად საქველმოქმედო ორგანიზაციას უტოვებს
October 27
15:48 2016

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამბობს, რომ შვილებს ესმით მისი გადაწყვეტილების, რომლის მიხედვითაც გარდაცვალების შემდეგ ბილ გეითსი საკუთარ 70 მილიარდ ფუნტს საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხავს. მაიკროსოფტის დამფუძნებელის თქმით, მისი შვილები ამაყობენ გადაწყვეტილებით, რომელიც დაეხმარება მსოფლიოს უღარიბეს მოსახლეობას.

ბილ გეითსმა განაცხადა, რომ მის შვილებს მიეცემათ საუკეთესო განათლება, რომელიც დაეხმარებათ მათ საკუთარი კარიერის შექმნაში, თუმცა კარიერა მათ უნდა შექმნან მისგან დამოუკიდებლად. ბილის თქმით, მის მიერ უდიდესი ქონების გადაცემა არ აისახება შვილებზე დადებითად. პირიქით, ეს დაამახინჯებს მათ მომავალ საქმიანობას შექმნან საკუთარი “ცხოვრების ბილიკი.”

ბილ გეითსი 60 წლისაა, ხოლო მისი მეუღლე მელინდა 52 წლის. წყვილს ჰყავს სამი შვილი:  20 წლის ჯენიფერი, 17 წლის რონი და 14 წლის ფოიბი.

ჯენიფერი მეორე წელია სწავლობს პრესტიჟულ სტენფორდის უნივერსიტეტში, კალიფორნიაში, სადაც მამის მიერ გადარიცხული 5 მილიონი ფუნტით აშენდა ბილ გეითსის სახელობის კომპიუტერტული მეცნიერების ცენტრი. ჯენიფერი ასევე ჩართულია ეროვნულ შეჯიბრებებში. ის გატაცებულია ცხენოსნობით და ჯირითობით.

რონი და ფოიბი კი არის სკოლის მოსწავლეები და მშობლებთან ერთად სიეტლის მახლობლად ცხოვრობენ.

გაცნობებთ, რომ ბილ და მელინდა გეითსების ფონდი დაარსდა 2000 წელს. ფონდის აქტივები 2010 წლის მდგომარეობის 36 მილიარდ დოლარს აღემატება და ის აფინანსებს ჯანმრთელობის და საგანმანათლებლო პროექტებს მთელ მსოფლიოში.

სესხის კალკულატორი

Loan Calculator Mortgage Calculator
MortgageLoan

$

years

%

TOP.GE