_

დეტალურად

 Breaking News
  • ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზბეკეთში ოფისს ხსნის   ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში წარმომადგენლობას ხსნის. – ნათქვამია უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აღნიშნული საკითხი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულასის კამილოვსა და EBRD–ის დელეგაციის შეხვედრის დროს...
  • თავისუფალმა უნივერსიტეტმა ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო    თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფინანსების კონცენტრაციამ ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო. კურსდამთავრებულებს სამი წიგნი F1, F2, F3 ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სერტიფიცირების მსურველები სწავლას პირდაპირ მე-4 საფეხურიდან გააგრძელებენ. ამ...
  • დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა      აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიო ბანკთან განვლილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის...
  • GWP ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას იწყებს 13 ოქტომბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა,...
  • 1 აშშ დოლარი 2.4731 გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლარი ამერიკული დოლართან მიმართებით გამყარდა და  ახალმა კურსმა 2.4764–ის ნაცვლად, 2.4731 შეადგინა. 4 ოქტომბრის მონაცემებით, ევროს კურსი 3.2796–ია, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 0.0145 ერთეულით შემცირდა...

ჰოვარდ შულცი – უბრალოდ ლიდერი ადამიანი, რომელმაც შექმნა ყავის იმპერია

ჰოვარდ შულცი – უბრალოდ ლიდერი ადამიანი, რომელმაც შექმნა ყავის იმპერია
August 08
19:46 2016

მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, როდესაც ყავის დალევა მოგინდებათ, პირველი რაც გახსენდებათ არის starbucks. დღეისთვის starbucks მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ კომპანიათა ნუსხაშია და უამრავ ბიზნეს სკოლაში ისწავლება მისი ქეისი, როგორც კომპანიისა, რომლის აყვავებაც ერთი უწყინარი იდეიდან დაიწყო და ძლიერი ლიდერისა და ეფექტური მართვის წყალობით უდიდეს წარმატებას მიაღწია.

ვიჯექი მილანის ერთ- ერთ ყავახანაში, ლატეს მივირთმევდი და უცბად კითხვა დამებადა – რატომ არ შეიძლება ამერიკაში გავაკეთოთ საზოგადოების თავშეყრის ისეთივე ადგილი როგორიც ეს მშვენიერი იტალიური ყავახანაა?

ეს იყო იდეა, რომელსაც ძლიერი ლიდერის ძალისხმევის შედეგად უდიდესი იმპერიის აშენება მოჰყვა. ამ იმპერიას starbucks ჰქვია და მის სათავეში დღესაც ამ იდეის ავტორი და უძლიერესი ლიდერი, ჰოვარდ შულცი დგას.

ჰოვარდ შულცი დაიბადა 1953 წლის 19 ივლისს ებრაულ ოჯახში, ნიუ იორკში. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ, თუმცა ჰოვარდის ცხოვრებაში არსებობდა ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად უყვებოდა წარმატებულ ადამიანებზე და ამით შთააგონებდა ჰოვარდს – ეს იყო დედამისი.

ჰოვარდ შულცმა დაამთავრა ჩრდილოეთ მიჩიგანის უნივერსიტეტი. 1979 წელს ის ხდება გენერალური მენეჯერი ერთ–ერთი შვედური კომპანიაში. ჰოვარდის უშუალო მოვალეობაში შედიოდა ამერიკული ბაზრის შესწავლა და კომპანიების ანალიზი. 1981 წელს იგი გაემგზავრა მივლინებით სიელტში, Starbucks Corporation–ის შესასწავლად. ერთი წლის შემდეგ ჰოვარდი შეუერთდა კორპორაციას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე. დღეისათვის კი იგი უდიდესი კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი და ხელმძღვანელია. ჰოვარდი არის დაოჯახებული. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი ქონება შეადგენს 3 მილიარდ დოლარს (2016 წლის Forbes-ის მონაცემი).

კომპანია starbucks კი დაარსდა 47 წლის წინ 1971 წლის 30 მარტს. Starbucks Corporation (SBUX) ამჟამად არის ყავის საერთაშორისო ქსელი და ყველაზე დიდი კომპანია ყავის სახლებისა, რომელსაც აქვს 23 768 წერტილი მთელ მსოფლიოში. 2015 წლის მონაცემებით კორპორაციაში დასაქმებულია 238 თანამშრომელი.

0 Comments

No Comments Yet!

There are no comments at the moment, do you want to add one?

Write a comment

Write a Comment

სესხის კალკულატორი

Loan Calculator Mortgage Calculator
MortgageLoan

$

years

%

TOP.GE