_

დეტალურად

 Breaking News
  • ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზბეკეთში ოფისს ხსნის   ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში წარმომადგენლობას ხსნის. – ნათქვამია უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აღნიშნული საკითხი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულასის კამილოვსა და EBRD–ის დელეგაციის შეხვედრის დროს...
  • თავისუფალმა უნივერსიტეტმა ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო    თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფინანსების კონცენტრაციამ ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო. კურსდამთავრებულებს სამი წიგნი F1, F2, F3 ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სერტიფიცირების მსურველები სწავლას პირდაპირ მე-4 საფეხურიდან გააგრძელებენ. ამ...
  • დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა      აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიო ბანკთან განვლილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის...
  • GWP ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას იწყებს 13 ოქტომბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა,...
  • 1 აშშ დოლარი 2.4731 გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლარი ამერიკული დოლართან მიმართებით გამყარდა და  ახალმა კურსმა 2.4764–ის ნაცვლად, 2.4731 შეადგინა. 4 ოქტომბრის მონაცემებით, ევროს კურსი 3.2796–ია, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 0.0145 ერთეულით შემცირდა...

მცირე ბიზნესის გაზრდის 5 სტრატეგია, რომელიც მუშაობს

მცირე ბიზნესის გაზრდის 5 სტრატეგია, რომელიც მუშაობს
August 02
19:28 2016

გსურთ განავითაროთ თქვენი მცირე ბიზნესი? უმრავლესობა დამწყებ ბიზნესმენს სურს ეს. საბედნიეროდ, არსებობს გამოცდილი და რეალური მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. წარმოდგენილი მეთოდები გამოცდილია და ისინი ნამდვილად მუშაობენ.

ქვემოთ წარმოდგენილი სტრატეგიები არის ბიზნესის ზრდისკენ მიმართული აქტივობები, რომლებიც ვალიდურია და მუშაობს როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი ბიზნესისთვის. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ერთი კონკრეტული, ისე ყველა სტრატეგია თავისი საქმიანობის გასაფართოებლად და  წარმატების მისაღწევად.

სტრატეგია N1: მუდმივად განავითარეთ არსებული პროდუქტი

თქვენ შეგიძლიათ განავითაროთ თქვენი ბიზნესი თქვენს მიერ წარმოებული პროდუქტისა თუ მომსახურების მუდმივი განვითარება-გაუმჯობესების გზით. მაგ: დაფიქრდით ყველა იმ მახასიათებელზე, რომელსაც Nike ამატებს თავის სპორტულ ფეხსაცმელს, რათა ის გახადოს მრავალფუნქციური, ან გაიხსენეთ Reebok-ის ახალი ტრენდი, რომელიც ქმნის მაღალი მოცულობის მქონე ენას ბოტასებისთვის, რათა ის გაცილებით უფრო კომფორტული იყოს სპორტსმენებისთვის. ასეთ ტრენდზე Reebok-ი 1980 წელს ვერც კი იფიქრებდა, თუმცა წარმოდგენილმა სიახლემ მნიშვნელოვნად გაზარდა კომპანიის გაყიდვები.

კითხვები, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს ამ სტრატეგიის გამოყენებამდე:

  • როგორ შეიძლება გავაუმჯობესო ჩემი პროდუქტი (მომსახურება)?
  • რა მახასიათებლები შეიძლება დავამატო?
  • რომელი მარკეტინგული ტექნიკები შეიძლება გამოვიყენო, რათა მომხმარებლის ყურადღება მივაპყრო ჩემი პროდუქტის ახალ მახასიათებლებს?

სტრატეგია N2: გააფართოვეთ თქვენი აუდიტორია

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიზნესის გასაფართოებლად არის მომხმარებელთა წრის გაზრდა. შეეცადეთ მოიფიქროთ გზები და საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს საბაზრო სეგმენტში ახალი მომხმარებლების შემოყვანაში. საზღვრების გაფართოება მნიშვნელოვნად გაზრის თქვენს შემოსავალს.

კითხვები, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს ამ სტრატეგიის გამოყენებამდე:

  • როგორ ჩამოვაყალიბო/შევცვალო ჩემი მარკეტინგული მიმართვები ისე, რომ მივაწოდო მესიჯი ახალი აუდიტორიას?
  • სად/როგორ გავუკეთო რეკლამირება ჩემს პროდუქტს/მომსახურებას, რათა მივიქციო ახალი მომხმარებლის ყურადღება?
  • რა შეიძლება უნდოდეს ახალი მომხმარებელს ჩემს მიერ ნაწარმოები პროდუქტიდან/მომსახურებიდან? აქვს თუ არა მას ეს თვისებები? თუ საჭიროა ამ თვისებების დამატება – პროდუქტის/მომსახურების განვითარება, რათა დავიპყრო ახალი სამომხმარებლო ბაზრები? (ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დაგეხმარებთ N1 სტრატეგიის განვითარებაშიც).

სტრატეგია N3: გააფართოვეთ გეოგრაფიული არეალი

ინტერნეტის წყალობით, ნებისმიერმა მცირე ბიზნესმა შესაძლოა შეიძინოს ნაციონალური ან ინტერნაციონალური მასშტაბები. თუ თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება საზღვრებს გარეთ, მაშინ თქვენ შეგიძლიათ გააფართოვოთ ბიზნესი თქვენი ლოკალური რეგიონის გარეთაც. ამასთან გახსოვდეთ, რომ წარმოდგენილი სტრატეგია მოითხოვს დაგეგმვისა და კვლევების განხორციელებას. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სხვა ქვეყანაში მოქმედი ფინანსური, სადაზღვევო, საგადასახადო და სამართლებრივი რეგულაციები.

კითხვები, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს ამ სტრატეგიის გამოყენებამდე:

  • სად არის ჩემი ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის მსგავსი აუდიტორია სხვა ქვეყანაში?
  • წარმოდგენილ აუდიტორიას რამდენად აინტერესებს ჩემს მიერ წარმოდგენილი პროდუქტი/მომსახურება?
  • როგორ უნდა შევცვალო ჩემი პროდუქტის/მომსახურების მახასიათებლები ან ფასები, იმისთვის რომ მოვარგო ახალ გეოგრაფიულ არეალს?

სტრატეგია N4: მოახდინეთ სამომხმარებლო ბაზრის დივერსიფიკაცია

როგორი ტიპის ბაზარზე გაგაქვთ თქვენი პროდუქტი/მომსახურეობა? შეგიძლიათ თუ არა სხვა ტიპის სამომხმარებლო ბაზარზეც ისეთივე წარმატებით გახვიდეთ?

კითხვები, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს ამ სტრატეგიის გამოყენებამდე:

  • რომელი პროდუქტი/მომსახურეობა შემიძლია გავიტანო სხვა სამომხმარებლო ბაზარზე ისე, რომ არ დამჭირდეს ჩემი პროდუქტის/მომსახურების მნიშვნელოვანი ცვლილება?
  • მაქვს თუ არა რესურსები, რომ არა მარტო შევიდე ახალ ბაზარზე, არამედ კონკურენცია გავუწიო ამ ბაზრის ლიდერებს?

 სტრატეგია N5: განავითარეთ ახალი პროდუქტები

თუ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილმა სტრატეგიამ არ იმუშავა, შექმენით ახალი პროდუქტი/მომსახურება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალმა პროდუქტმა საშუალება უნდა მოგცეთ გაზარდოთ როგორც არსებული მომხმარებლების მიერ გაკეთებული შენაძენის მოცულობა, ისე შეიძინოთ ახალი კლიენტები. მაგ: როცა McDonald’s-მა მოინდომა მოეზიდა ჯანსაღი კვების მოყვარული ადამიანები, მან ამ მიმართულებით შექმნა ახალი ხაზი თავის რესტორნეის ქსელში.

კითხვები, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს ამ სტრატეგიის გამოყენებამდე:

  • რა საჭიროებები აქვთ მომხამრებლებს ან რა პრობლემები აწუხებთ, რომელთა გადაჭრაც შემიძლია ჩემი ახალი პროდუქტით/მომსახურებით?
  • რა დამიჯდება ახალი პროდუქტის/მომსახურების შემუშავება და რეალიზაციაში ჩაშვება?
  • მაქვს თუ არა საჭირო თანხა და რესურსები, ასევე მყავს თუ არა კვალიფიკციური პერსონალი, რათა შევქმნა ახალი პროდუქტი?

ავტორი: ნინო ხითარიშვილი

სტატია მომზადებულია Susan Gunelius -ის მასალებზე დაყრდნობით.

susan guneliusSusan Gunelius – ჟურნალის „ქალები ბიზნესში“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, მარკეტინგული კომპანიის „KeySplash Creative” პრეზიდენტი. იგი მუშაობდა შემდეგი კომპანიების მარკეტინგულ განყოფილებებში: „AT&T”, HSBC, Citibank, Intruit, The New York Tiimes. მარკტინგის სფეროში 20 წლიანი გამოცდილებით. დაწერილი აქვს 10 ზე მეტი წიგნი მარკეტინგსა და გაყიდვების სფეროში. მისი სტატიები ქვეყნდება შემდეგ ჟურნალებში: Forbes.com, MSNBC.com. BusinessWeek.com, Enterpreneur.com  და სხვ. სიუზანს ხშირად იწვევენ სხვადასხვა ქვეყნებში მარკეტინგის სფეროში ტრენინგების ჩასატარებლად.

წყარო: http://www.womenonbusiness.com

სესხის კალკულატორი

Loan Calculator Mortgage Calculator
MortgageLoan

$

years

%

TOP.GE