_

დეტალურად

 Breaking News
  • ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზბეკეთში ოფისს ხსნის   ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში წარმომადგენლობას ხსნის. – ნათქვამია უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აღნიშნული საკითხი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულასის კამილოვსა და EBRD–ის დელეგაციის შეხვედრის დროს...
  • თავისუფალმა უნივერსიტეტმა ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო    თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფინანსების კონცენტრაციამ ACCA-ს აკრედიტაცია მიიღო. კურსდამთავრებულებს სამი წიგნი F1, F2, F3 ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სერტიფიცირების მსურველები სწავლას პირდაპირ მე-4 საფეხურიდან გააგრძელებენ. ამ...
  • დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა      აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიო ბანკთან განვლილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის...
  • GWP ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას იწყებს 13 ოქტომბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა,...
  • 1 აშშ დოლარი 2.4731 გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლარი ამერიკული დოლართან მიმართებით გამყარდა და  ახალმა კურსმა 2.4764–ის ნაცვლად, 2.4731 შეადგინა. 4 ოქტომბრის მონაცემებით, ევროს კურსი 3.2796–ია, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 0.0145 ერთეულით შემცირდა...

მიკრო ბიზნესი (მუხლი 84–87)

მიკრო ბიზნესი (მუხლი 84–87)
July 12
21:23 2016

მუხლი 84. მიკრო ბიზნესი

1. მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 30 000-ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საქმიანობის სახეებზე.

3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მიკრო ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს.

4. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში.

5. მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება, გაუქმება და მიკრო ბიზნესის სერტიფიკატის გაცემა ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 85. მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

1. ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მიკრო ბიზნესის სერტიფიკატს.

2. მიკრო ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ:

ა) ფიზიკურმა პირმა საგადასახადო ორგანოს მიმართა მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 45 000 ლარს.

გ) ფიზიკური პირი დარეგისტრირდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.

3. თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის (ერთობლივი შემოსავლის ოდენობის შეზღუდვა) დარღვევიდან 15 დღის ვადაში არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, მას გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და გამოვა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან.

4. საგადასახადო ორგანოს მიერ მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საფუძველია ფიზიკური პირის მიერ ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის დარღვევა.

5. ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის ფიზიკური პირის შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას.

მუხლი 86. მიკრო ბიზნესის გადასახადისაგან გათავისუფლება

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს.
მუხლი 87. მიკრო ბიზნესის ვალდებულებები
1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას ვალდებულია დოკუმენტში მიუთითოს თავისი სტატუსის შესახებ და სტატუსის სერტიფიკატის ნომერი.

2. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი მისთვის ან მის მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში ვალდებულია შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი.

სესხის კალკულატორი

Loan Calculator Mortgage Calculator
MortgageLoan

$

years

%

TOP.GE